კულინარია

შოკოლადისა და ალუბლის დესერტი

№48

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 10.12, 2023 წელი

შოკოლადის დესერტი
დაკოპირებულია

გემრიელი დესერტის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 350 გრამი ხაჭო

🔸 120 გრამი ნაღები

🔸 70 გრამი შაქარი

🔸 100 გრამი ალუბალი (შეგიძლიათ, გამოიყენოთ გაყინული)

🔸 4 გრამი ჟელატინი

🔸 2 ფილა ვაფლი

🔸 30 გრამი შავი შოკოლადი.

მომზადების წესი 👩‍🍳

წამოადუღეთ ალუბალი 4 სადილის კოვზ წყალთან და 2 სადილის კოვზ შაქართან ერთად 4-5 წუთის განმავლობაში (თუ გაყინულ ალუბალს იყენებთ, წყალი ნაკლები უნდა დაასხათ) და გააცივეთ. 4-5 ჩაის კოვზ სეროფში გახსენით ჟელატინი, 20 წუთით გააჩერეთ. ხაჭო კარგად აურიეთ თასში, ათქვიფეთ შაქართან და ნაღებთან ერთად. ვაფლი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. შავი შოკოლადი წვრილად დაჭერით. მოთუთქული ალუბალი დააბლენდერეთ და შეურიეთ გამდნარ ჟელატინს. ხაჭო გაყავით ორ ნაწილად, ერთში შეურიეთ შოკოლადი, მეორეს შეურიეთ ალუბლის მასა და ძალიან კარგად აურიეთ. 15 წუთით მოათავსეთ მაცივარში და დაიწყეთ დესერტის „აწყობა“: მინის თასში მოათავსეთ ჯერ ხაჭოს ფენა, შემდეგ ვაფლი, შემდეგ ალუბალი, ისევ ხაჭო, ვაფლი და ალუბალი, ცოტა ხანს კიდევ გააჩერეთ მაცივარში და მზადაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა