კულინარია
შოკოლადის ტორტი ფსტით
№29
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 03.08

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 მილილიტრი რძე
🔸 1 ჭიქა შაქარი
🔸 0,5 ჭიქა ფქვილი
🔸 150 გრამი კარაქი
🔸 0,5 ჭიქა ფსტის პასტა
🔸 200 გრამი შავი შოკოლადი
🔸 200 გრამი ნაღები.
მომზადების წესი 👩🍳
აიღეთ მზა ტორტის ბისკვიტი. შაქარი და ფქვილი შეურიეთ ერთმანეთს, დაასხით მდუღარე რძე, დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ 15 წუთი. ცხელ კრემს დაუმატეთ კუბებად დაჭრილი კარაქი და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ ათქვიფეთ მიქსერით და შეურიეთ ფსტის პასტა. შოკოლადი და ნაღები გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. ბისკვიტი გაჭერით სამ ფენად. დანამეთ სასურველი სიროფით, ყველა ფენას გადაუსვით კრემი, ზემოდან მოასხით შოკოლადის მინანქარი და მოაყარეთ ფსტა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან