შოკოლადის ტორტი, გამოცხობა რომ არ სჭირდება
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 17.04, 2022 წელი
შოკოლადის ტორტის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
ბისკვიტი – 120 გრამი ფხვიერი, ტკბილი ორცხობილა (შეიძლება, სხვადასხვანაირი იყოს), 350 გრამი მოხარშული, შესქელებული რძე, 30 გრამი შავი შოკოლადი, 20 გრამი შავი ქლიავი, 30 გრამი ნიგოზი, 20 გრამი მოცვი.
კრემი – 200 გრამი არაჟანი, 100 გრამი რძე, 5 გრამი ჟელატინი, 40 გრამი შაქრის პუდრა, 15 გრამი კაკაო, 30 გრამი შავი შოკოლადი.
მომზადების წესი 👩🍳
შოკოლადი დაფხვენით, შავი ქლიავი დაჭერით. დაუმატეთ დაფხვნილ ორცხობილას. შეურიეთ შავი ქლიავი, მოცვი, დაჭრილი ნიგოზი, გახეხილი შოკოლადი.. დაუმატეთ მოხარშული, შესქელებული რძე და აურიეთ ძალიან კარგად. ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი და მიღებული მასა მასში მოათავსეთ.
თასში ათქვიფეთ არაჟანი. შეურიეთ შაქრის პუდრა, კაკაო და გახეხილი შოკოლადი.
რძეში გახსენით ჟელატინი. დადგით გაზქურაზე და ნელი მორევით გახსენით. შემდეგ გადმოდგით და გააცივეთ. შეურიეთ არაჟნიან მასას. მოასხით ორცხობილას ბისკვიტს და მოათავსეთ მაცივარში. ჟელატინი კარგად რომ გაცივდება, გამოიღეთ. მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი და მოაშორეთ ფორმა. ტორტი მზად არის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან