შოკოლადის ტორტი-დესერტი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 06.03, 2022 წელი
შოკოლადის ტორტის რეცეპტი „თბილისელებისგან“.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 ჭიქა შაქარი
🔸 230 გრამი შოკოლადი – ცომისთვის, 1/4 ჭიქა ფქვილი, 8 კვერცხი, 220 გრამი შოკოლადი – მინანქრისთვის, 220 მილილიტრი ნაღები, 200 გრამი კარაქი.
მომზადების წესი 👩🍳
გაადნეთ შოკოლადი და კარაქი წყლის ორთქლზე, შეურიეთ შაქარი, ფქვილი და ათქვეფილი კვერცხის გულები. ცალკე ათქვიფეთ ცილა და ჩაამატეთ ცომში. გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.
მინანქარისთვის ორთქლზე გაადნეთ შოკოლადი და ნაღები. გაგრილებული ტორტი-დესერტი ფორმიდან ამოიღეთ და სქლად წაუსვით მინანქარი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან