შოკოლადის ომლეტი ბანანით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 15.03

გემრიელი შოკოლადის დესერტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 3 კვერცხი
🔸 3 ჩაის კოვზი შაქარი
🔸 1 სადილის კოვზი კაკაო
🔸 50 მილილიტრი რძე
🔸 1,5 სადილის კოვზი კარაქი
🔸 შაქრის პუდრა, 1 ცალი ბანანი.
მომზადების წესი 👩🍳
თასში ერთმანეთს შეურიეთ ცივი რძე და კაკაო, ისე, რომ კაკაო ბოლომდე კარგად გაიხსნას. ცალკე კარგად ათქვიფეთ სამი კვერცხი და შაქარი. შეურიეთ კაკაოიანი მასა. ბანანი დაჭერით 3–4 სანტიმეტრის სისქის რგოლებად. ცხელ ტაფაზე გაადნეთ კარაქი, ომლეტის მასის ნახევარი დაასხით ტაფაზე და როგორც კი ერთი მხარე შეიწვება, გადმოატრიალეთ, ერთ მხარეს დაალაგეთ ბანანის ნაჭრები, შემდეგ გადაახვიეთ. მეორე ნახევარიც ზუსტად ასე მოამზადეთ.
დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად და მოაყარეთ შაქრის პუდრა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან