კულინარია

შოკოლადის ნამცხვარი ცხობის გარეშე

№10

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 21.03, 2025 წელი

შოკოლადის ნამცხვარი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 600 გრამი ქარხნული

🔸 ფხვიერი ნამცხვარი („პეჩენია“)

🔸3 სადილის კოვზი კაკაო

🔸 250 გრამი შაქარი

🔸 6 სადილის კოვზი მანანის ბურღული

🔸 800 მილილიტრი რძე

🔸 100 გრამი კარაქი

🔸 1 სადილის კოვზი ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

რძეში გახსენით კაკაო, მანანის ბურღული და შაქარი, დადგით საშუალო ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ. როცა ადუღდება, დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ შესქელებამდე. მასა რომ გასქელდება, გადმოდგით, მაშინვე დაუმატეთ კარაქი და კარგად გახსენით. ზემოდან გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი, ისე, რომ კრემს ეხებოდეს და მოათავსეთ მაცივარში გაგრილებამდე. ფორმას წაუსვით ზეთი, ჩააფინეთ სამზარეულოს ცელოფანი, ისე, რომ გვერდებსაც ფარავდეს. წაუსვით ცოტა კრემი, მასზე დააწყვეთ ფხვიერი ნამცხვარი, მერე – ისევ კრემი და ასე შემდეგ. ბოლოს თავზეც გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი