კულინარია

შოკოლადის ნამცხვარი ცხობის გარეშე

№28

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 20.07

შოკოლადის ნამცხვარი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 600 გრამი ფხვიერი ნამცხვარი („პეჩენია“)

🔸 3 სადილის კოვზი კაკაო

🔸 250 გრამი შაქარი

🔸 6 სადილის კოვზი მანანის ბურღული

🔸 800 მილილიტრი რძე

🔸 100 გრამი კარაქი

🔸1 სადილის კოვზი ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

რძეში გახსენით კაკაო და შაქარი, დადგით საშუალო ცეცხლზე, შეურიეთ მანანის ბურღული და გამუდმებით ურიეთ. რომ ადუღდება, დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ რამდენიმე წუთი, შესქელებამდე. შემდეგ გადმოდგით და ცხელსვე დაუმატეთ კარაქი. კარგად გახსენით, თავზე გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი ისე, რომ კრემს ეხებოდეს და მოათავსეთ მაცივარში სრულ გაგრილებამდე. მინის ფორმას წაუსვით ცოტა ზეთი, ჩააფინეთ სამზარეულოს ცელოფანი ისე, რომ გვერდებსაც ფარავდეს. წაუსვით ცოტა კრემი, დააწყვეთ „პეჩენია“, შემდეგ ისევ კრემი და ასე შემდეგ. ბოლოს, ზემოდანაც გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და მოათავსეთ მაცივარში 8 საათით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა