კულინარია

შოკოლადის ნამცხვარი მოცვით

№38

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.09, 2023 წელი

შოკოლადის ნამცხვარი
დაკოპირებულია

შოკოლადის გემრიელი დესერტის რეცეპტი ,,თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 3 სადილის კოვზი რძე

🔸 120 გრამი ფქვილი

🔸 7 სადილის კოვზი სიმინდის სახამებელი

🔸 ცოტა კარაქი

🔸 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი

🔸 400 გრამი შავი შოკოლადი

🔸 ცოტა ნაღები

🔸 180 გრამი შაქარი (120 გრამი – ბისკვიტში და 60 გრამი – სოუსში)

🔸 4 კვერცხი

🔸 ვანილი

🔸 3 სადილის კოვზი კაკაო

🔸 ზეთი, მოცვი.

მომზადების წესი 👩‍🍳

კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ, ძალიან კარგად ათქვიფეთ კვერცხის ცილა, დაუმატეთ 60 გრამი შაქარი, განაგრძეთ თქვეფა. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გულები 60 გრამ შაქართან ერთად და ნელ-ნელა შეურიეთ ათქვეფილ კვერცხის ცილას, შემდეგ შეათქვიფეთ ვანილი და რძე. ცალკე გაცრილ ფქვილს შეურიეთ სახამებელი და კაკაო, კარგად აურიეთ, დაუმატეთ კვერცხის მასა და ნელ-ნელა აზილეთ, დაუმატეთ ზეთი და დარბილებული კარაქი და აურიეთ ძალიან კარგად. გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ გამოსაცხობი ქაღალდი, წაუსვით ცოტა ცხიმი, ჩაასხით მასში ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15-18 წუთის განმავლობაში, გამოიღეთ, მოაშორეთ გამოსაცხობი ქაღალდი და გააცივეთ. მოცვი მოათავსეთ პატარა ქვაბში, დაუმატეთ 60 გრამი შაქარი, ლიმონის წვენი და მოხარშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.

ბისკვიტი დაჭერით თანაბარი ზომის მართკუთხედებად, აიღეთ სამ-სამი, წაუსვით ორს მოცვის მუსი და დაალაგეთ ერთმანეთზე. გაადნეთ შავი შოკოლადი, დაამატეთ ცოტა სქელი ნაღები, აურიეთ კარგად და მოასხით ნამცხვრებს. ზუსტად 10 წუთით მოათავსეთ მაცივარში და მზადაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა