კულინარია

შოკოლადის ნამცხვარი მინანქრითა და ქოქოსის ფანტელებით ნინო მუმლაძისგან

№46

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.11

ნინო მუმლაძის კერძი
დაკოპირებულია

ნინო მუმლაძე საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇

ჩემმა ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა კარგად იციან, რომ სამზარეულოში ფუსფუსი ძალიან მიყვარს, მსიამოვნებს და მეხალისება. კერძებსაც და გემრიელ დესერტებსაც სწრაფად და მარტივად ვამზადებ. გეტყვით, რომ არ არსებობს კერძი ან დესერტი, რომელიც ვცადე და არ გამომივიდა. თუმცა, ახლა, პატარას გამო, ცოტა მიჭირს, დრო გამოვნახო. შესაბამისად, მიყვარს გემრიელად კვებაც, თუმცა, წლებია, წონა ჩემი პრობლემაა და ვცდილობ, მადა ვაკონტროლო. მინდა, ტკბილეულის მოყვარულებს შემოგთავაზოთ უგემრიელესი და უმარტივესი შოკოლადის ნამცხვრის რეცეპტი, რომელიც ყველას გამოუვა.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸210 გრამი ფქვილი

🔸 35 გრამი კაკაო

🔸 180 გრამი შაქარი

🔸 მწიკვი ვანილი

🔸 0,5 ჩაის კოვზი მარილი

🔸 10 გრამი გამაფხვიერებელი

🔸 240 მილილიტრი რძე

🔸 75 მილილიტრი ზეთი

🔸 20 გრამი ქოქოსის ფანტელი

🔸 3 სადილის კოვზი რძე და 1 ფილა შავი შოკოლადი – მინანქრისთვის.

მომზადების წესი 👩‍🍳

ფქვილს დაუმატეთ შაქარი, კაკაო, გამაფხვიერებელი, მარილი და მწიკვი ვანილი. ამოურიეთ. დაუმატეთ რძე და ზეთი. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და გადაიტანეთ მასში ცომი. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, დაუმატეთ რძე და კარგად აურიეთ. გადაასხით ნამცხვარს და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა