კულინარია

შოკოლადის ნამცხვარი

№4

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 03.02

შოკოლადის ნამცხვარი
დაკოპირებულია

შოკოლადის გემრიელი დესერტის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 220 გრამი ფქვილი

🔸 30 გრამი კაკაო

🔸 1 ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი

🔸 ცოტა მარილი

🔸 60 მილილიტრი რძე

🔸 1 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა

🔸 230 გრამი კარაქი

🔸 250 გრამი შაქარი

🔸 4 კვერცხი, ცოტა ვანილი.

კრემი – 400 გრამი ხაჭო-ყველი, 100 გრამი კარაქი, 150 გრამი შაქრის პუდრა, ვანილი, შავი და თეთრი შოკოლადი.

მომზადების წესი 👩‍🍳

თასში ერთმანეთში შეურიეთ ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი და ცოტა მარილი. დაუმატეთ დარბილებული კარაქი, შაქარი და აურიეთ ძალიან კარგად. 1 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა გახსენით თბილ რძეში, ჩაუმატეთ ფქვილიან მასაში, დაუმატეთ კვერცხი, ვანილი და ძალიან კარგად აურიეთ. მიღებული მასა ჩაასხით მაფინის ცხიმწასმულ ფორმებში, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ და გააცივეთ,

მოამზადეთ კრემი: კარაქი ათქვიფეთ ძალიან კარგად, დაუმატეთ ვანილი, შაქრის პუდრა და ათქვიფეთ. შეურიეთ ხაჭო-ყველი, შემდეგ – 50 გრამი გამდნარი შოკოლადი და აურიეთ ძალიან კარგად. ჩადეთ კრემი საკონდიტრო ტომსიკაში, ლამაზად მოათავსეთ თქვენს ნამცხვრებზე და მორთეთ თეთრი და შავი შოკოლადის ნატეხებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული