კულინარია

შოკოლადის კექსი

№17

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 06.05, 2023 წელი

შოკოლადის კექსი
დაკოპირებულია

გემრიელი კექსის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

კექსი – 130 გრამი ფქვილი, 110 გრამი შაქარი, 2 კვერცხი, 120 მილილიტრი რძე, 90 გრამი ზეთი, 18 გრამი კაკაო, 6 გრამი ცომის გამაფხვიერებელი, 160 გრამი შავი ქლიავი, 80 გრამი ნიგოზი, 60 გრამი მუქი შოკოლადი, 5 გრამი ტკბილი ვანილი.

გლაზური: 55 მილილიტრი 20-პროცენტიანი ნაღები, 60 გრამი შავი შოკოლადი, 1 სადილის კოვზი კონიაკი.

მომზადების წესი 👩‍🍳

კურკაგამოცლილი შავი ქლიავი დაჭერით და დაასხით მდუღარე. 10 წუთის შემდეგ გადაწურეთ. დაყარეთ ქაღალდის ხელსახოცზე და შეაშრეთ. ნიგოზი დანაყეთ. შეათბეთ რძე საშუალო სიძლიერის ცეცხლზე და ნელ-ნელა შეურიეთ კაკაო, ისე, რომ ბოლომდე გაიხსნას. გადმოდგით და გააცივეთ. თასში ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი, თქვეფისას შეურიეთ გაცივებული კაკაო, ჩაუმატეთ ზეთი და კიდევ ათქვიფეთ. ცალკე თასში ერთმანეთში შეურიეთ გაცრილი ფქვილი და ცომის გამაფხვიერებელი. ჩაასხით მომზადებულ მასაში და გააკეთეთ ნაზი ცომი. ბოლოს შეურიეთ ნიგოზი, შავი ქლიავი, ნატეხებად დამტვრეული შოკოლადი, ვანილი და კარგად აურიეთ. აიღეთ ფორმა (22X22 სანტიმეტრი), ჩააფინეთ გამოსაცხობი ქაღალდი, წაუსვით კარაქი, ჩაასხით ცომი, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 40-45 წუთის განმავლობაში, ცალკე პატარა ქვაბში გაათბეთ ნაღები და მასში ჩაადნეთ შოკოლადის ნატეხები. შეურიეთ კონიაკი. გამოიღეთ კექსი და ოდნავ რომ გაცივდება, წაუსვით შეგრილებული გლაზური.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა