კულინარია

შოკოლადის კექსი

№19

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 22.05, 2022 წელი

შოკოლადის კექსი
დაკოპირებულია

გემრიელი კექსის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 2 კვერცხი

🔸 300 გრამი შაქარი

🔸 50 გრამი კაკაო

🔸 1 ჩაის კოვზი მარილი

🔸 1 ჩაის კოვზი სოდა

🔸 250 გრამი ფქვილი

🔸1 სუფრის კოვზი ღვინის ძმარი

🔸 250 მილილიტრი რძე

🔸 2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

🔸 60 მილილიტრი ზეითუნის ზეთი

🔸 60 გრამი კარაქი.

მინანქრისთვის – 1 სუფრის კოვზი კონიაკი, 1 სუფრის კოვზი კარაქი, 40 გრამი შაქარი, 100 მილილიტრი რძე, 100 გრამი კაკაო.

მომზადების წესი 👩‍🍳

დაუმატეთ ფქვილს შაქარი, კაკაო, მარილი, სოდა, კარაქი, ზეითუნის ზეთი, ვანილის ექსტრაქი და რძე. ჩაახალეთ კვერცხი და თქვიფეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. დაამატეთ ძმარი და ისევ ათქვიფეთ. ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში და აცხვეთ 175 გრადუსზე, 50-60 წუთის განმავლობაში. მინანქრის მოსამზადებლად შეურიეთ ერთმანეთში კაკაო, შაქარი, რძე, დადგით საშუალო ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ. როდესაც ყველა ინგრედიენტი კარგად გადნება, დაამატეთ კარაქი და კონიაკი. გააგრძელეთ დუღილი და მიიყვანეთ ერთგვაროვან მასამდე. გამზადებული ბისკვიტი გააცივეთ და მოასხით მინანქარი. სურვილისამებრ, მორთეთ სეზონური კენკრით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი