კულინარია

შოკოლადის დესერტი მანდარინის ცედრით

№2

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 21.01, 2023 წელი

შოკოლადის დესერტი
დაკოპირებულია

გემრიელი შოკოლადის დესერტის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 6 ცალი „ხლებცი“

🔸 25 გრამი „ხლოპები“

🔸 110 მილილიტრი წყალი

🔸 30 გრამი ქოქოსის კარაქი

🔸 30 გრამი კაკაო

🔸 1 ცალი მანდარინი

🔸 ცოტა შაქარი, მარილი, დარიჩინი.

მომზადების წესი 👩‍🍳

„ხლებცი“ დააქუცმაცეთ, მოათავსეთ ბლენდერის ჭიქაში. ძალიან კარგად დააქუცმაცეთ, შეურიეთ კაკაო და აურიეთ კარგად. „ხლოპები“ 5-7 წუთით ცხელ ტაფაზე შეაშრეთ. ქოქოსის კარაქს დაასხით მდუღარე წყალი, შეურიეთ დარიჩინი, ცოტა შაქარი და მარილი. დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ კაკაოიანი მასა და ნელ-ნელა ურიეთ, რომ ერთგვაროვანი გახდეს. დაუმატეთ „ხლოპები“ და კარგად აურიეთ. ჩაუმატეთ მანდარინის ცედრა. აურიეთ. ამოიღეთ პატარა გუნდებად, ჩაალაგეთ ფორმებში და მოათავსეთ მაცივარში. საათ-ნახევარის შემდეგ, გადმოიღეთ თეფშზე და მოაყარეთ კაკაო.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი