კულინარია

შოკოლადის დესერტი

№19

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 24.05

შოკოლადის დესერტი
დაკოპირებულია

ინგრედიენტები: 

🔸 1 სადილის კოვზი შაქარი

🔸 3 კვერცხის გული

🔸 50 მილილიტრი ნაღები (33-პროცენტიანი)

🔸 50 გრამი შავი შოკოლადი

🔸 5 გრამი ჟელატინი, ზეთი.

მომზადება 👩‍🍳

ჟელატინი – ჟელატინს დავასხათ მცირე რაოდენობის ცივი წყალი (დაახლოებით, 1/4 ჩაის ჭიქა) და დავტოვოთ, რომ გაფუვდეს, თუ გამოიყენებთ ფურცლიან ან სწრაფად ხსნად ჟელატინს — მოამზადეთ შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით.

კვერცხის გულებს შევურიოთ შაქარი და ავთქვიფოთ მიქსერით, სანამ ფაფუკი და ღია ფერის არ გახდება.

ცალკე პატარა ქვაბში ჩავასხათ ნაღები, დავამატოთ გატეხილი შოკოლადი და გავაცხელოთ ნელ ცეცხლზე, სანამ შოკოლადი სრულად არ გადნება. გაფუებული ჟელატინი დავდგათ წყლის აბაზანაზე, ვურიოთ, სანამ არ გაიხსნება. ისე რომ მიქსერი არ გავაჩეროთ. ათქვეფილ კვერცხის გულებში ჩავასხავთ ჯერ თბილი შოკოლადი წვრილი ნაკადით, შემდეგ კი – გახსნილი ჟელატინი. მიქსერი გავაჩეროთ, ჩავასხათ დარჩენილი შოკოლადი და კიდევ ერთხელ მსუბუქად ავთქვიფოთ.

ავიღოთ 2-3 პატარა ჭიქა ან ფორმა და წავუსვატ ზეთი, ჩავასხათ შოკოლადის მასა და მოვათავსოთ მაცივარში გასაცივებლად.

სასურველია დაფაროთ საკვები ცელოფანი, რომ ზედაპირი არ გამოშრეს.

როცა დესერტი გამაგრდება, გამოიღეთ მაცივრიდან. ჭურჭელს დანით ფრთხილად ჩამოაცილეთ დესერტი და რამდენიმე წამით დადეთ თბილ წყალში, შემდეგ კი თეფშზე ამოაყირავეთ.

შეგიძლიათ, მოაყაროთ კაკაოს ფხვნილი ან გახეხილი შოკოლადი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა