კულინარია

შოკოლადის დესერტი

№44

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 09.11

დესერტი
დაკოპირებულია

გემრიელი დესერტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 250 გრამი ორცხობილა

🔸 70 გრამი კარაქი

🔸 4 სადილის კოვზი რძე ან ნაღები

🔸 100 გრამი მუქი შოკოლადი

🔸 280 გრამი ხაჭოს ყველი

🔸 1 შეკვრა ვანილი

🔸 80 გრამი შაქრის პუდრა

🔸 10 გრამი ჟელატინი

🔸 100 მილილიტრი წყალი

🔸 350 გრამი ნაღები

🔸 ცოტა მარილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ორცხობილა დააქუცმაცეთ, შეურიეთ დარბილებული კარაქი და ნაღები, აურიეთ ძალიან კარგად და ჩატკეპნეთ 18-20 სანტიმეტრის დიამეტრის ტორტის ფორმაში. მოათავსეთ მაცივარში სანამ მუსს მოამზადებთ.

ჟელატინი დაალბეთ 100 მილილიტრ წყალში. ნაღები გააცივეთ და ძალიან კარგად ათქვიფეთ. ერთმანეთში კარგად აურიეთ ხაჭოს ყველი, შაქრის პუდრა, ვანილი, ცოტა მარილი. შოკოლადი გაადნეთ, ცოტა გააცივეთ და შეურიეთ ამ მასას. ამასობაში ჟელატინიც გადნება, ისიც ნელ–ნელა დაუმატეთ და ბოლოს შეურიეთ ძალიან კარგად ათქვეფილი ნაღები. გამოიღეთ ფორმა და წაუსვით მზა მუსი, ისევ მოათავსეთ მაცივარში, კარგად გააცივეთ და დესერტი მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა