შოკოლად-ნუშიანი ტორტი „ამარეტო“
ავტორი: „თბილისელები“ 12:00

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 ჭიქა ფქვილი, 1 ჭიქა შაქარი
🔸 2 კვერცხი, 10 გრამი გამაფხვიერებელი
🔸 1 ჭიქა თბილი რძე
🔸 4 სადილის კოვზი კაკაო
🔸 3 სადილის კოვზი ზეთი
🔸 მწიკვი მარილი
🔸 3 სადილის კოვზი ლიქიორი „ამარეტო“
🔸 500 გრამი ნაღები (33% ან მეტი)
🔸 300 გრამი შავი შოკოლადი
🔸 50 გრამი რძიანი შოკოლადი, ნუში.
მომზადების წესი 👩🍳
კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ ძალიან კარგად, ღრუბელივით. დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, კაკაო, ზეთი, რძე და მარილი. გამოაცხვეთ ცხიმმოსმულ ფორმაში 180°-ზე, დაახლოებით, 1 საათი. შოკოლადი გაადნეთ, აურიეთ ათქვეფილ ნაღებს და დაუმატეთ ლიქიორი. ტორტი ორად გაჭერით, ერთი ფენა დაასველეთ ლიქიორით.
ეს ნარევი წაუსვით ბისკვიტს და შედგით მაცივარში ღამით. ზემოდან მოაყარეთ კაკაო და ნუში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან