კულინარია

შემწვარი თევზი ლიმონითა და ნივრით ხვიჩა მაღლაკელიძისგან

№40

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 10.10, 2024 წელი

ხვიჩა მაღლაკელიძის კერძი
დაკოპირებულია

ხვიჩა მაღლაკელიძე საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇

გემრიელი ჭამა-სმა მიყვარს, თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ვცდილობ, თავი გავაკონტროლო და მადა დავიოკო. თავადაც კარგი მზარეული ვარ, ყველაფერი გემრიელი გამომდის. ვისაც ჩემი ნახელავი გაუსინჯავს, დამეთანხმება, რომ ხორცისგან მომზადებული კერძების ნამდვილი დიდოსტატი გახლავართ და თავს არ ვიქებ. ჟურნალ „თბილისელების“ ერთგულ მკითხველს მინდა, გავუზიარო შემწვარი თევზის ჩემეული რეცეპტი, რომელიც მარტივად მოსამზადებელი, სასწაულად გემრიელი და მადისაღმძვრელია.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი თევზის ფილე

🔸 ნახევარი კონა დაჭრილი ოხრახუში

🔸 6 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი

🔸 20 გრამი კარაქი

🔸 2 კბილი ნიორი

🔸პილპილი და მარილი – გემოვნებით და 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი.

მომზადების წესი 👩‍🍳

თევზის ფილე დაჭერით თხელ ნაჭრებად და მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე. მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ზეთი და წაუსვით გამდნარი კარაქი. წვრილად დაჭერით ნიორი და წაუსვით თევზს. გამოაცხვეთ აირღუმელში 180-200 გრადუსზე, 15-20 წუთის განმავლობაში. სრულ მომზადებამდე ხუთი წუთით ადრე ფრთხილად გადააბრუნეთ თევზი, მოაყარეთ ოხრახუში და დააცადეთ კიდევ 5 წუთი. უკვე მომზადებულ თევზს მოასხით ლიმონის წვენი და გემრიელად მიირთვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი