კულინარია
    
        
    
        
    
    
        
        
    
    
    
        
            
            
        
        
            
    
    
                
            შემწვარი სოკო ცომში
№43
            ავტორი: „თბილისელები“ 12:00
    საჭირო ინგრედიენტები:
🔸 300 გრამი სოკო „ქოლგა“
🔸 2 კვერცხი
🔸 100 მილილიტრი რძე
🔸 6 სადილის კოვზი ფქვილი
🔸 2–3 სადილის კოვზი კარაქი
🔸 3–4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
🔸 მარილი — გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
გამოიყენეთ მხოლოდ სოკოს ქუდები, მსუბუქად გაწმინდეთ. არ გარეცხოთ. დიდი ქუდები ორ ან ოთხ ნაწილად გაჭერით.
მოამზადეთ ცომი: კვერცხი და რძე ერთად ათქვიფეთ, მოაყარეთ მარილი და თანდათანობით ჩაყარეთ ფქვილი, ისე, რომ მიიღოთ საშუალო სისქის მასა.
სოკო ამოავლეთ ცომში და შესაწვავად დადეთ ცხელი ტაფაზე, სადაც ზეთი და კარაქი ერთად იქნება მოსხმული.
შემწვარი სოკო ატრიალეთ, სანამ ყველა მხრიდან ოქროსფერი გახდება. დააფარეთ სახურავი და კიდევ 2–4 წუთი შუშეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
    




