კულინარია

შემწვარი სოკო გემრიელი საწებლით

№12

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 29.03, 2024 წელი

შემწვარი სოკო
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 600 გრამი ქამა სოკო

🔸 1 კონა კამა, 1 კონა ოხრახუში

🔸 250 გრამი არაჟანი

🔸 3 მოხარშული კვერცხი

🔸 1 სადილის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი

🔸 6 სადილის კოვზი მზესუმზირის ზეთი

🔸 1 სადილის კოვზი მოტკბო მდოგვი

🔸 ცოტა შაქარი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

სოკოს მოაყარეთ მარილი და შეწვით ზეთში, ტაფაზე ან ღუმელში. არაჟანში აურიეთ მდოგვი, ზეთი, ძმარი, მარილი, შაქარი და პილპილი. დაუმატეთ გატარებული მწვანილი, წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი და კარგად აურიეთ. მოასხით შემწვარ სოკოს და სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა