კულინარია

შემწვარი ორაგული ბოსტნეულით მედეა ადამიასგან

№42

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 24.10

დეა ადამიას კერძი
დაკოპირებულია

მედეა ადამია საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇

სასწაულად გურმანი ადამიანი ვარ და კარგი განწყობისთვის, ერთ-ერთი, რაც მჭირდება, ესაა გემრიელად დანაყრება იმ კერძით, რომელიც ძალიან მიყვარს. მაგალითად, ასეთი ჩემი ფავორიტი კერძია „შქმერული“. თავადაც გემრიელი და სასწაული ხელი მაქვს. ამაში ყველა დამეთანხმება, ვისაც ჩემი მომზადებული ერთხელ მაინც დაუგემოვნებია. ვიკვებები ჯანსაღად და სწორად და ამიტომ წონას ადვილად ვინარჩუნებ. დილით ვსაუზმობ კარაქიანი პურითა და ჩაით, შუადღისას მსუბუქად გეახლებით – სალათის ფურცლები, მოხარშული კვერცხი, ბოსტნეული და საღამოს, ვახშმად აუცილებლად ხორცეული ან წვნიანი. თან, გენეტიკა და აქტიური ცხოვრებაც მშველის. მინდა, ჟურნალ „თბილისელების“ მკითველს შევთავაზო, უმარტივესად მოსამზადებელი, სტაფილოსთან და ყაბაყთან ერთად შემწვარი ორაგული, რომელიც წვნიანი, ჯანსაღი და სასწაულად გემრიელია.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი ორაგულის ფილე

🔸2 ცალი სტაფილო

🔸 2 ცალი ყაბაყი

🔸 1 ცალი ლიმონი

🔸 ზეითუნის ზეთი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ყაბაყი და სტაფილო გათალეთ და დაჭერით სიგრძეზე ბოსტნეულის სპეციალური სათლელით. გაანაწილეთ პერგამენტის ორ ფურცელზე და მოასხით ზეითუნის ზეთი. შემდეგ ბოსტნეულზე მოათავსეთ ორაგულის ფილეები, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ზემოდან დაალაგეთ ლიმონის ნაჭრები, გადაახვიეთ თითოეული ფილე პერგამენტში და გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა