კულინარია

შემწვარი ხორცი ალუბლით

№20

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.06

შემწვარი ხორცი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 400 გრამი ღორის თხელი ხორცი

🔸 1 ჭიქა უკურკო ალუბალი

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 მარილი და წიწაკა – გემოვნებით

🔸 1 ჩაის კოვზი ხმელი ქონდარი

🔸1 კონა ქინძი და 1 ცალი მწვანე წიწაკა

🔸 ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ნიორი დანაყეთ, დაუმატეთ ქონდარი, მარილი და წიწაკა. წაუსვით ხორცის ნაჭერს და გაცხელებულ ტაფაზე ორივე მხრიდან შებრაწეთ. დააყარეთ ალუბალი, ცეცხლს დაუწიეთ, დაახურეთ სახურავი და შუშეთ, სანამ ხორცი მომზადდება. ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი. სუფრაზე მიტანის წინ ხორცი დაჭერით ნაჭრებად და ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი მწვანე წიწაკა და ალუბალი, რაშიც ხორცი მომზადდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა