შემწვარი ქათამი სოიის სოუსით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 09.05, 2023 წელი
ქათმის გემრიელი კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸500 გრამი ქათმის ფილე
🔸 1 კვერცხი
🔸 3 სადილის კოვზი კიტრის მწნილის მარინადი
🔸 2 სადილის კოვზი სოიის სოუსი
🔸 100 მილილიტრი რძე
🔸 200 გრამი ფქვილი
🔸 2 ჩაის კოვზი ტკბილი წიწაკა
🔸 ცოტა ცხარე, წითელი წიწაკა
🔸 ცოტა დაფქვილი ნიორი
🔸 შავი პილპილი, მარილი, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
ქათმის ფილე დაჭერით გრძლად და მოაყარეთ ცოტა მარილი. კვერცხს მოაყარეთ შავი პილპილი და კარგად ათქვიფეთ. თქვეფისას ჩაუმატეთ სოიის სოუსი. შემდეგ ჩაასხით რძე, 2 სადილის კოვზი ფქვილი და ძალიან კარგად აურიეთ. დაუმატეთ მარინადი და კიდევ აურიეთ. ამ ნაზავში ჩაალაგეთ ფილე და გააჩერეთ 2 საათი. დანარჩენ ფქვილში შეურიეთ წითელი ტკბილი წიწაკა, ცხარე წიწაკა და ნიორი. ამოავლეთ ამ ფქვილში ფილე და შებრაწეთ ცხელ ზეთში ორივე მხრიდან.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან