კულინარია

შემწვარი ქათამი ნივრითა და ლიმონით

№4

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 02.02

შემწვარი ქათამი ლიმონით
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 4 ცალი ქათმის ბარკალი

🔸 1 ჩაის კოვზი მარილი

🔸 1 ჩაის კოვზი პილპილი

🔸 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 1 ცალი კანგაცლილი და თხლად დაჭრილი ლიმონი

🔸 2 ჩაის კოვზი დანაყილი ნიორი

🔸 1 ჭიქა ქათმის ბულიონი ან წყალი

🔸 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი

🔸 2 ღერი ქონდარი, 3 ძირი მწვანე ხახვი

🔸 2 სადილის კოვზი კარაქი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ქათმის ბარკლებს მოაყარეთ მარილი და პილპილი და ორივე მხრიდან დაბრაწეთ ტაფაზე, საშუალოდ გაცხელებულ ზეთში. გადაიტანეთ ლანგარზე. ტაფაში კი ჩააწყვეთ ლიმონის ნაჭრები, ოდნავ შეწვით და გადმოიღეთ ცალკე თეფშზე. იმავე ტაფაში მოათავსეთ ნიორი და 30 წამი შუშეთ. დაასხით ქათმის ბულიონი და ლიმონის წვენი, კარგად ამოურიეთ და ჩააწყვეთ ქონდრის ღერები, ზედ დააწყვეთ ქათმის ნაჭრები და მოათავსეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 18-20 წუთის შემდეგ გამოიღეთ და მაშინვე შეურიეთ კარაქი. ბოლომდე რომ გადნება, ზემოდან დააწყვეთ ლიმონის ნაჭრები და მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული