შემწვარი ქათამი ბროწეულის წვენში ციაკო ფიფიასგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 06.02
![ციაკო ფიფიას კეერძი ციაკო ფიფიას კეერძი](/files/2025/02/06/12431/tsiako-phiphias-keerdzi_w_h.jpeg)
ციაკო ფიფია საყვარელი კერძის რეცეპტს თბილისელებს უზიარებს👇
ოჯახის წევრები მანებივრებდნენ და ამიტომ, საკმაოდ გვიან ასაკში დავიწყე სამზარეულოში ტრიალი. თუ რაიმეს მომზადება მინდა და არ ვიცი, ვცდილობ, ახლობლებს ვკითხო ან რეცეპტი ინტერნეტში ამოვიკითხო. რასაც ვამზადებ, ყველაფერი გემრიელი გამომდის და ამაში მეგრული გენეტიკა და ხელი მშველის. ჩემს ქმარს უცნაური საჭმელები უყვარს, მაგალითად, მოლუსკებით მომზადებული და ვცდილობ, მისთვის, ესეც ვისწავლო. თავადაც გურმანი ვარ და მიყვარს გემრიელად დანაყრება. რაც შეეხება ზედმეტ კილოგრამებს, თუ მოვიმატე, ადვილად ვიკლებ და ამიტომ, წონის პრობლემა, არ მაწუხებს. ახლა კი შემოგთავაზებთ, მარტივად მოსამზადებელი, უგემირელესი კერძის რეცეპტს – შემწვარი ქათამი ბროწეულის წვენში.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸1 ქათამი
🔸 2 ჭიქა ბროწეულის წვენი
🔸 4 კბილი ნიორი
🔸 1 ცალი ცხარე
🔸 წითელი წიწაკა
🔸 1 ჩაის კოვზი კარაქი
🔸 1 კონა ქინძი
🔸 1 თავი ხახვი
🔸 მარილი – გემოვნებით
🔸 ბროწეულის მარცვლები – მოსაყრელად.
მომზადების წესი 👩🍳
ქათამს მოაყარეთ მარილი და შეწვით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. პერიოდულად გამოიღეთ და დაასხით თავისივე წვენი. ბოლოს გადაუსვით კარაქი და თბილად შეინახეთ. ნიორი, ქინძი, წიწაკა და მარილი დანაყეთ და ბროწეულის წვენს შეურიეთ. ქათამი დაჭერით, ნაჭრები კეცში ჩაალაგეთ, დაასხით ბროწეულის წვენი და 5-10 წუთით გახურებულ ღუმელში მოათავსეთ. სერვირებისას, მორთეთ დაჭრილი ხახვითა და ბროწეულის მარცვლებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან