შემწვარი კარტოფილი გოგრით (სამარხვო)
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 06.07, 2022 წელი

გემრიელი შემწვარი კარტოფილის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 3 სადილის კოვზი ზეთი
🔸 4 ცალი კარტოფილი
🔸 სტაფილო
🔸 200 გრამი გოგრა
🔸 1 თავი წითელი ხახვი
🔸 მარილი – გემოვნებით, შავი პილპილი, ცოტა კამა და ქინძი.
მომზადების წესი 👩🍳
კარტოფილი გათალეთ და დაჭერით მომცრო ჩხირებად. ტაფაზე დაასხით ზეთი, დაყარეთ მასზე კარტოფილი და ოდნავ მობრაწეთ. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და ერთად მოშუშეთ. გათალეთ და კუბიკებად დაჭერით გოგრა. ჩაამატეთ ტაფაში. აურიეთ რამდენჯერმე. მოაყარეთ ნახევარრგოლებად დაჭრილი წითელი ხახვი, მარილი, პილპილი და აურიეთ. ბოსტნეული რომ მომზადდება. ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან