კულინარია

შემწვარი კალმახი ქინძისა და შაშკვლავის პესტოთი გიგა კვენეტაძისგან

№29

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 26.07

გიგა კვენეტაძის კერძი
დაკოპირებულია

გიგა კვენეტაძე საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇

როგორც ქართველ მამაკაცს, ძალიან მიყვარს ქართული, ტრადიციული სამზარეულო. გურმანი ვარ, თუმცა, ვცდილობ, ცხიმიან და მსუყე კერძებს მოვერიდო. განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში მივირთმევ ისეთ საკვებს, რომელიც ორგანიზმისთვის ადვილად ასათვისებელი, მარგებელი და ჯანსაღია. ზაფხულის სეზონზე მიყვარს ხილისა და ახალი ბოსტნეულის მსუბუქი და გემრიელი სალათები, ასევე, თევზი და ცივი წვნიანები. მინდა, შემოგთავაზოთ კალმახის ქინძისა და შაშკვლავის პესტოთი მომზადების საკმაოდ მარტივი რეცეპტი, რომელიც გემრიელია და მსუბუქად დასანაყრებელი.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 2 კალმახი

🔸 3 სადილის კოვზი სიმინდის ფქვილი

🔸 პესტოსთვის – 1 კონა ქინძი

🔸 1 კონა შაშკვლავი

🔸 ცოტა თხილი

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 3 სადილის კოვზი ლიმონის წვენი

🔸 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 მარილი და წიწაკა - გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

თევზი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ფქვილში აურიეთ მარილი და ამოავლეთ თევზის ნაჭრები. შემდეგ შებრაწეთ ცხელ ზეთში, მაღალ ცეცხლზე და გადაიტანეთ საშრობ ქაღალდზე. პესტოს ინგრედიენტები მოათავსეთ ჩოფერში, დააქუცმაცეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, გემოვნებით დაუმატეთ მარილი და წიწაკა, წაუსვით შემწვარ თევზს და გემრიელად მიირთვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა