კულინარია

შემწვარი ყაბაყი სოკოთი

№20

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 24.05

შემწვარი ყაბაყი სოკოთი
დაკოპირებულია

ყაბაყის კერძის მარტივი და გემრიელი რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸1 ცალი ყაბაყი

🔸 500 გრამი ქამა სოკო

🔸 3 სადილის კოვზი ზეთი

🔸წითელი ტკბილი წიწაკა (დაფქული)

🔸 ცოტა ცხარე

🔸 წითელი წიწაკა

🔸150 გრამი ნაღები

🔸 100 მილილიტრი ბოსტნეულის კუბიკის ბულიონი

🔸 1 ჩაის კოვზი სახამებელი

🔸 2 სადილის კოვზი მარინადის წვენი

🔸 1 კონა მწვანე ხახვი

🔸 სულ ცოტა შაქარი

🔸 მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ყაბაყი გათალეთ და დაჭერით რგოლებად, სოკო გაასუფთავეთ და თითოეული ოთხად გაჭერით. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და სოკო და ყაბაყი კარგად დაბრაწეთ. ცალკე მოამზადეთ სოუსი – თასში ჩაასხით ბულიონი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ნაღებში კარგად გახსენით სახამებელი და შეურიეთ ცხელ ბულიონში.

მომზადებულ სოუსს შეურიეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, წიწაკები, მარინადის წვენი, ჩაუმატეთ სულ ცოტა შაქარი, ასევე, მარილი და პილპილი, ყაბაყი, სოკო და კიდევ ერთხელ აურიეთ. გადმოდგით, მოასხით სოუსი და მზად არის.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №23

5-11 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 29 მაისი – 4 ივნისი