კულინარია

შემწვარი ინდაური ხახვის რგოლებით

№45

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.11

ინდაური
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 ინდაური (სასურველია გაუყინავი)

🔸 1–2 სადილის კოვზი ზეთი

🔸 1 თავი საშუალო ზომის ხახვი

🔸 მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით;

ცომისთვის – 450 გრამი ფქვილი, 0,5 ჩაის კოვზი მარილი, 1 კვერცხი, 210 მილილიტრი წყალი, 3 თავი ხახვი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ინდაური გარეცხეთ და დაჭერით.

ქვაბში ჩაასხით ზეთი, ჩააწყვეთ ნაჭრები, დაამატეთ ერთი თავი დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი და შუშეთ საკუთარ წვენში, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ ხორცს 2 სანტიმეტრით ფარავდეს. კვლავ მოაყარეთ მარილი და პილპილი და გააგრძელეთ ხარშვა, დაახლოებით, 1 საათი.

მოამზადეთ ცომი: ფქვილი, მარილი, კვერცხი, წყალი აურიეთ და მოზილეთ ცომი. ხახვი გაწმინდეთ, დაჭერით რგოლებად, გადაანაწილეთ გაბრტყელებულ ცომზე, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

გადაახვიეთ რულეტად, დაჭერით თანაბარ ნაჭრებად და მოათავსეთ ხორცზე. ქვაბს თავსახური არ დააფაროთ. მოამზადეთ, საშუალო ცეცხლზე, სანამ სითხე არ ჩაშრება, დაახლოებით, 30 წუთი. კერძი რომ მომზადდება, ინდაურის ხორცი გადმოიღეთ თეფშზე და ზემოდან დაალაგეთ ხახვიანი ცომის რულეტები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა