კულინარია

შემწვარი ბრინჯი სოკოთი – სამარხვო კერძი

№52

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 28.12

შემწვარი ბრინჯი სოკოთი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 300 გრამი მოხარშული ბრინჯი, 200 გრამი სოკო, 1 ცალი სტაფილო, 100 გრამი წვრილი, გრძელი, მწვანე ლობიო, 1 ცალი ბადრიჯ ნი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 1 თავი ხახვი, 1 ცალი პომიდორი, ნახევა რი კონა ოხრახუში, 4 სადილის კოვზი ზეთი, 2 სადილის კოვზი სოიის სოუსი, 1 სადილის კოვზი ძმარი, მარილი, პილპილი.

მომზადების წესი: რინჯი წინასწარ მოხარშეთ. სტაფილო გახეხეთ, ხახვი და ბულგარული წიწაკა კი წვრილად დაჭერით. ლობიოც დაჭერით და რვა-ათი წუთი ხარშეთ. გადაწურეთ და გადაავლეთ ცივი წყალი. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. მოშუშეთ მასზე ხახვი და შებრაწეთ სოკო. დაუმატეთ სტაფილო და ბულგარული წიწაკა. აურიეთ ძალიან კარგად და მოშუთეთ კიდევ ხუთი წუთი. დაუმატეთ კანგაცლილი და კუბიკებად დაჭრილი ბადრიჯანი. შებრაწეთ ბოსტნეული, უყავით ცოტა მარილი, შავი პილტილი, მოასხით სოიოს სოუსი, ძმარი და მოაყარეთ ლობიო, აურიეთ ძალიან კარგად.დაუმატეთ კანიანად დაჭრილი პომიდორი, მწვანილი და აურიეთ. სულ ბოლოს მოაყარეთ ბრინჯი, აურიეთ და ბრინჯი ცოტა რომ დაიბრაწება, მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...