კულინარია

შემწვარი ბარკლები სოკოსა და ტარხუნის სოუსით

№10

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 17.03, 2023 წელი

შემწვარი ბარკლები
დაკოპირებულია

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ შემწვარი ბარკლები სოკოსა და ტარხუნის სოუსით.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 ქათმის 6 ბარკალი

🔸 20 გრამი ქამა სოკო

🔸 2 თავი ხახვი

🔸 1 კონა ტარხუნა

🔸 150 მილილიტრი ქათმის ბულიონი

🔸 ნახევარი ჭიქა თეთრი

🔸 მშრალი ღვინო

🔸3 სადილის კოვზი ნაღები ან არაჟანი

🔸 ზეითუნის ზეთი

🔸 1 კონა ოხრახუში

🔸 მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

გააცხელეთ ღრმა ტაფაში ზეითუნის ზეთი, ქათმის ბარკლებს მოაყარეთ მარილი და შეწვით. იმავე ტაფაში შეწვით სოკოც, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, ტარხუნა და მოშუშეთ სოკოს ბოლომდე მომზადებამდე. დაუმატეთ ბულიონი და თეთრი ღვინო, მარილი და პილპილი. შემდეგ, ნაღები, მოუმატეთ ცეცხლს და შუშეთ 3-5 წუთის განმავლობაში. გადაიტანეთ სოკოს სოუსი ლანგარზე, ზემოდან დაალაგეთ შემწვარი ქათმის ბარკლები და მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი