შემწვარი ბანანი ნაყინით, დარიჩინითა და ნიგვზით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 02.10, 2022 წელი

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ შემწვარი ბანანი ნაყინით, დარიჩინითა და ნიგვზით.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 50 გრამი კარაქი
🔸 ორი მესამედი ჭიქა ყავისფერი შაქარი
🔸 50 მილილიტრი რომი
🔸 1,5 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
🔸 ნახევარი ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
🔸 3 ბანანი
🔸 მეოთხედი ჭიქა დაქუცმაცებული ნიგოზი
🔸 250 გრამი ვანილის ნაყინი.
მომზადების წესი 👩🍳
ბანანებს მოაცილეთ კანი, გაჭერით სიგრძეზე და შემდეგ სიგანეზე, შუაში. ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე და გაადნეთ კარაქი. შეურიეთ ყავისფერი შაქარი, მოასხით რომი და ვანილის ექსტრაქტი. ჩაუმატეთ დარიჩინი და მოურიეთ. დაელოდეთ, სანამ მასა ბუშტებს არ გაიკეთებს. მოათავსეთ ბანანები ტაფაში და მოაყარეთ ნიგოზი. აცხვეთ ყველა მხრიდან 1-2 წუთის განმავლობაში. გადაანაწილეთ ნაყინი ფიალებში, ჩაამატეთ მომზადებული ბანანი და მოასხით ტაფაში დარჩენილი სოუსი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან