კულინარია

შემწვარი ბადრიჯნის სალათა

№36

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 11.09

ბადრიჯნის სალათა
დაკოპირებულია

მარტივი და გემრიელი სალათის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 ცალი მოზრდილი ბადრიჯანი

🔸 2 ცალი პომიდორი

🔸 100 გრამი ხაჭო-ყველი

🔸 1 შეკვრა სალათის ფოთლები

🔸 1 კონა ქინძი

🔸 1 სადილის კოვზი სიმინდის ფქვილი

🔸 ცოტა ბალზამიკო

🔸 ზეითუნის ზეთი

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი ქუნჯუთი

🔸 მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბადრიჯანი კანიანად გარეცხეთ და დაჭერით მსხვილ კუბიკებად, მოაყარეთ ცოტა მარილი, სიმინდის ფქვილი და კარგად აურიეთ. შეწვით ძალიან ცხელ ზეთში და გადმოალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე. სალათის ფოთლები ძალიან კარგად გარეცხეთ, ხელით დაფლითეთ და მოათავსეთ სასალათეში. პომიდორი დაჭერით და მოაყარეთ სალათის ფოთლებს, დაამატეთ ბადრიჯანი; შემდეგ კოვზით სათითაოდ დაადეთ ხაჭო-ყველი, მოაყარეთ ქუნჯუთი, წვრილად დაჭრილი ქინძი, მარილი და პილპილი. მოასხით ცოტა ბალზამიკო და ფრთხილად აურიეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...