შავი ქლიავის ღვეზელი ნიგვზით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 22.09
გემრიელი ღვეზელის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
ცომი – 200 გრამი ფქვილი, 100 გრამი კარაქი, 6 სადილის კოვზი წყალი.
შიგთავსი – 400 გრამი არაჟანი, 250 გრამი შავი ქლიავი, 100 გრამი ნიგოზი, 80 გრამი შაქარი, 40 გრამი ფქვილი, ორი შეკვრა ვანილი.
მომზადების წესი 👩🍳
კარგად გაცივებული კარაქი გახეხეთ და ფქვილთან ერთად ასრისეთ ისე, რომ ფხვნილად იქცეს, დაუმატეთ ცივი წყალი და მოზილეთ ცომი. ცომი ჩადეთ 22 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მრგვალ, კარაქწასმულ ფორმაში. ნაპირები ამოუმაღლეთ და ფსკერი რამდენიმე ადგილას ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ. ტაფა მოათავსეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში. გააცხელეთ აირღუმელი 200 გრადუსამდე, გამოიღეთ მაცივრიდან ფორმა, ცომის ზედაპირს გადააფარეთ გამოსაცხობი პერგამენტი და დაყარეთ მასზე მუხუდო და ასე გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოაშორეთ მუხუდო და პერგამენტი და კიდევ 10 წუთით შეაბრუნეთ აირღუმელში.
შავი ქლიავი გაჭერით შუაში და ამოაცალეთ კურკა, ან გამოიყენეთ შავი ქლიავის ჩირი. შუაში ჩაუდეთ ნიგვზის ნაჭრები, და დაალაგეთ ნამცხვრის ზედაპირზე. ერთმანეთს შეურიეთ არაჟანი, შაქარი, ვანილი, ფქვილი და კარგად ათქვიფეთ (სულ ცოტა დარიჩინიც ძალიან უხდება), მოასხით თქვენს ნამცხვარს ზემოდან და გამოაცხვეთ 25 წუთის განმავლობაში. მიირთვით ცივი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან