კულინარია

შაურმა შემწვარი ბოსტნეულით

№32

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 20.08

შაურმა
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 250 გრამი ღორის ან ცხვრის ხორცი

🔸 1 ღერი პიტნა

🔸 ცოტა დარიჩინი

🔸 0,5 ჩაის კოვზი როზმარინი

🔸 ცოტა ნივრის ფხვნილი

🔸 მუსკატის კაკალი, შავი პილპილი

🔸 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი

🔸 0,5 ტკბილი დაფქული წიწაკა

🔸 ნახევარი თხელი ლავაში

🔸 0,3 ყაბაყი

🔸 ნახევარი თავი წითელი ხახვი

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 1 ცალი პომიდორი

🔸 1 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 1 სადილის კოვზი მაიონეზი

🔸 1 სადილის კოვზი კეტჩუპი

🔸 1 ჩაის კოვზი მდოგვი

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი

🔸 მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხორცი დაჭერით ძალიან პატარა ნაჭრებად, მოაყარეთ ყველა სუნელი და კარგად აურიეთ. სასურველია, მთელი ღამით მოათავსოთ მაცივარში, რომ გემოები კარგად გაუჯდეს. ბოსტნეული გაასუფთავეთ. ბულგარული წიწაკა და ხახვი დაჭერით წვრილ ჩხირებად. პომიდორს ჯერ კანი გადააცალეთ და ისე დაჭერით, ნიორი გასრისეთ. ხორცის ნაჭრები მოხრაკეთ ტაფაზე, ცხელ ზეთში, გადმოიღეთ თეფშზე და დაახურეთ ფოლგა. იმავე ტაფაზე მოშუშეთ ბოსტნეული – ცოტა მაგარი უნდა დარჩეს, მაიონეზი, კეტჩუპი და მდოგვი აურიეთ ერთმანეთში. გაშალეთ ლავაში, წაუსვით სოუსი და მოაყარეთ ხორცი, ზემოდან მოაყარეთ ბოსტნეული და გადაახვიეთ, ცოტა სოუსი თუ დარჩა, ისიც დაუმატეთ, გახუხეთ ტოსტერში ან აირღუმელში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა