შაურმა „სახლური“
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 27.05

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 900 გრამი ძროხის რბილი ხორცი სტეიკისთვის
🔸 1 ჩაის კოვზი ქონდარი
🔸 50 მილილიტრი სოიის სოუსი
🔸 30 მილილიტრი ზეითუნის ზეთი
🔸 500 გრამი კომბოსტო
🔸 720 გრამი ლავაში
🔸1 კონა კამა
🔸 1 ქილა პომიდორი საკუთარ წვენში
🔸 200 გრამი კიტრის მარინადი (პიკული)
🔸 ცოტა ნიორი
🔸 250 გრამი მაიონეზი
🔸 2 თავი თეთრი ხახვი
🔸 1 კონა მწვანე ხახვი
🔸 1 კონა ოხრახუში
🔸 მარილი.
მომზადების წესი 👩🍳
ჯერ ხორცი დაამარინადეთ – ხორცი დაჭერით მოზრდილ ულუფებად და დაბეგვეთ, გადაიტანეთ ფართო თასში, მოასხით სოიის სოუსი, ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ ქონდარი, დაახურეთ თავსახური და რამდენიმე საათი მაცივარში მოათავსეთ. გამოიღეთ და შებრაწეთ ტაფაზე ორივე მხრიდან. თეთრი ხახვი გაარჩიეთ, დაჭერით თხელ ნახევარრგოლებად, მასაც დაასხით ცოტა სოიის სუსი და ზეითუნის ზეთი და აურიეთ. კომბოსტო დაჭერით ძალიან თხლად, მოაყარეთ ცოტა მარილი და ასრისეთ, შეურიეთ წვრილად დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი. პომიდორი გახეხეთ, აურიეთ თავისსავე წვენში, დაუმატეთ გასრესილი ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და ისევ აურიეთ. ხორცი დაანაწევრეთ. მაიონეზი გადაიტანეთ თასში, შეურიეთ კამა და ნიორი, სულ ცოტა მარილი და აურიეთ. გაშალეთ ლავაში, წაუსვით სოუსი, მოაყარეთ კომბოსტო, ხორცი, ხახვი, წვრილ ჩხირებად დაჭრილი მჟავე კიტრი, ბოლოს კი – ტომატის სოუსი. გადაახვიეთ და შაურმა მზად არის. შეგიძლიათ, გააცხელოთ გრილზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან