კულინარია

სეზონური სალათა თაკო მელიქიშვილისგან

№23

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 13.06

თაკო მელიქიშვილი
დაკოპირებულია

თაკო მელიქიშვილი საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇

როცა დრო მაქვს, მიყვარს სამზარეულოში ექსპერიმენტების ჩატარება და უცხო გემოების შეჯერებით გემრიელობების მომზადება. ვფიქრობდი, რომ არ გამომივიდოდა, მაგრამ ვცადე, მოვინდომე და რასაც ვამზადებ, ყველაფერი გემრიელი გამომდის. მაქსიმალურად ვცდილობ, არ დავარღვიო სწორი კვების პრინციპი, უპირატესობას ვანიჭებ მოხარშულ, მსუბუქ საკვებს და ხილს. ექვსი საათის მერე არ ვჭამ. ჟურნალის მკითხველს გავუზიარებ ამ სეზონის ბადრიჯნისა და ფეტას გემრიელ სალათას, რომელიც მსუბუქი და ჯანსაღი საკვებია.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი კანაცლილი და მსხვილად დაჭრილი ბადრიჯანი

🔸 8 სადილის კოვზი ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი

🔸 3 სადილის კოვზი ლიმონის წვენი

🔸 1 კბილი დანაყილი ნიორი

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი დაღერღილი წიწაკა

🔸 1 ჩაის ჭიქა დაჭრილი პომიდორი ჩერი

🔸 4 ღერი დაჭრილი მწვანე ხახვი

🔸 ნახევარი ქილა უკურკო ზეთისხილი

🔸 2 ცალი დაჭრილი და შემწვარი ბულგარული წიწაკა

🔸 1 სადილის კოვზი პიტნა

🔸 1 სადილის კოვზი დაჭრილი ორეგანო

🔸 150 გრამი რუკოლა

🔸 4 სადილის კოვზი დაფხვნილი ფეტა

🔸 მარილი და პილპილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

საწურში ჩაყარეთ დაჭრილი ბადრიჯანი, მოაყარეთ 1 სუფრის კოვზი მარილი და 30 წუთი გააჩერეთ. შემდეგ გაავლეთ გამდინარე წყალში, შეამშრალეთ და თუნუქის ფურცელზე დაყარეთ, მოასხით 2 სადილის კოვზი ზეთი, შეწვით 200 გრადუსზე, 45 წუთის განმავლობაში. ჯამში აურიეთ ლიმონის წვენი, 6 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, ნიორი, დაღერღილი წიწაკა, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და მეოთხედი ჩაის კოვზი პილპილი. ცალკე თასში აურიეთ პომიდორი, მწვანე ხახვი, ბულგარული წიწაკა, ზეთისხილი, ორეგანო და პიტნა. დაუმატეთ გაგრილებული ბადრიჯანი და მომზადებული საკაზმი. სასალათეზე დააწყვეთ რუკოლა, ზედ გადაანაწილეთ სალათა და მოაყარეთ ფეტა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა