კულინარია

სენდვიჩი ქათმითა და ყველით

№18

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 05.05

სენდვიჩი
დაკოპირებულია

გემრიელი სენდვიჩის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 შეკვრა ლავაში

🔸 200 გრამი ქათმის ფილე

🔸 1 სადილის კოვზი სოიის სოუსი

🔸 1 ცალი პომიდორი

🔸 80 გრამი მაგარი ყველი

🔸 20 გრამი არაჟანი

🔸 1 ჩაის კოვზი მდოგვი

🔸 ცოტა სალათის ფოთლები.

მომზადების წესი 👩‍🍳

დაჭერით პატარა ნაჭრებად ფილე და ცხელ ტაფაზე უცხომოდ დაბრაწეთ. მოასხით სოიის სოუსი, რამდენჯერმე კიდევ აურიეთ და ორ სამ წუთში გადმოდგით ცეცხლიდან, წაუსვით არაჟანში არეული მდოგვი. ლავაში ვირტუალურად გაყავით ოთხ თანაბარ ნაწილად, შემდეგ ისე ჩაჭერით, რომ გადაკეცვის საშუალება გქონდეთ და ნაჭრები ერთმანეთს არ მოსცილდეს. სათითაოდ ოთხივე ნაწილზე დაალაგეთ დაჭრილი პომიდორი, ქათმის ფილე, გახეხილი ყველი, მსხვილად დანაწევრებული სალათის ფოთლები. სალათის ფოთლებიანი ნაწილი გადმოაფარეთ ქათმის ფილეიან მხარეს, შემდეგ პომიდორიანი გადმოკეცეთ, ბოლოს – ყველიანი, დადეთ ცხელ ტოსტერზე და მოამზადეთ, 5 წუთში მზად იქნება და ისიამოვნეთ, უგემრიელესია და არომატული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა