სენდვიჩი ღორის ხორცით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 15.11

გემრიელი სენდვიჩის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 ჩაის კოვზი მდოგვი
🔸 1 ჩაის კოვზი ხახვის ფხვნილი
🔸 1 ჩაის კოვზი ნივრის ფხვნილი
🔸 ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი
🔸 ცოტა წითელი ცხარე წიწაკა
🔸 ცოტა სურნელოვანი წიწაკა
🔸 ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა
🔸 ცოტა შავი პილპილი
🔸 მარილი, 3 სადილის კოვზი ყავისფერი შაქარი
🔸 3 სადილის კოვზი ღვინის ძმარი
🔸 3 სადილის კოვზი სოიის სოუსი
🔸 1 ქილა დაკონსერვებული მსხალი
🔸 600 გრამი ღორის რბილი ხორცი
🔸 4 ცალი პური – ბაგეტი
🔸 4 ცალი მჟავე კიტრი
🔸 4 ნაჭერი მდნარი ყველი
🔸 ცოტა მუსკატის კაკალი
🔸 1 ჩაის კოვზი როზმარინი.
მომზადების წესი 👩🍳
ხორცის ნაჭრები ოდნავ დაბეგვეთ, ორივე მხრიდან წაუსვით ყველა სუნელი და გააჩერეთ 20 წუთი მაინც
სოუსისთვის: თასში მოათავსეთ დაქუცმავებული მსხალი თავის ვაჟინთან ერთად, დაუმატეთ სოიის სოუსი, ძმარი, კარგად დააბლენდერეთ და აქციეთ ფაფად, შეურიეთ მარილი და პილპილი, სუნელი, ხახვისა და ნივრის ფხვნილი, შაქარი. მოათავსეთ ხორცი ცხელ აირღუმელში 180 გრადუსზე, ერთი საათის შემდეგ გამოიღეთ და წაუსვით მსხლის სოუსი, მოაყარეთ წიწაკები, ისევ შეაბრუნეთ აირღუმელში და გამოცხვეთ ორი საათის განმავლობაში. უკვე მზა კერძი ჩანგლით დაჩეჩეთ. ბაგეტები გაჭერით და ჩატენეთ შიგნით ხორცი სოუსთან ერთად. ჩაუმატეთ მჟავე კიტრის ნაჭრები და მდნარი ყველის ფირფიტის ნახევარი. შემდეგ ბაგეტები მოათავსეთ პრეს-ტოსტერში – ბოლო ეტაპი სულ 10 წუთს წაგართმევთ. მიირთვით ცოტა ცხარე მდოგვთან ერთად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან