სენდვიჩი ბადრიჯნითა და ყველით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 19.09, 2022 წელი

გემრიელი სენდვიჩის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 ცალი ბადრიჯანი
🔸 140 გრამი ხაჭოს ყველი
🔸 50 გრამი ნიგოზი
🔸 1 კბილი ნიორი
🔸 3 სადილის კოვზი ფქვილი
🔸 2 კვერცხი
🔸 100 გრამი საფანელი
🔸 1 ჩაის კოვზი სუნელი
🔸 ცოტა მარილი
🔸 150 გრამი ზეთი
🔸 30 გრამი კამა.
მომზადების წესი 👩🍳
ბადრიჯანი გარეცხეთ და დაჭერით 1 სანტიმეტრის სისქის რგოლებად. მოათავსეთ ღრმა თასში, ფენა-ფენა მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ წყალი გადაწურეთ. ნიგოზი დააბლენდერეთ. ხაჭოს ყველი ასრისეთ წვრილად დაჭრილ კამასთან ერთად. შეურიეთ გასრესილი ნიორი, ცოტა მარილი და კარგად აურიეთ.
დიდ თეფშზე დაყარეთ ფქვილი და შეურიეთ სულ ცოტა მარილი. პატარა თასში ათქვიფეთ კვერცხი. მესამე თეფშზე დაყარეთ საფანელი და შეურიეთ სუნელი. გადაწურული ბადრიჯანი ჯერ ორივე მხრიდან ამოგანგლეთ ფქვილში. შემდეგ კვერცხში, ბოლოს საფანელში და შებრაწეთ ძალიან ცხელ ტაფაზე ორივე მხრიდან. შემწვარი ბადრიჯანი დაალაგეთ დიდ თეფშზე. როცა ოდნავ გაცივდება ერთი მხრიდან სათითაოდ გადაუსვით ხაჭოს ყველის კრემი. ზემოდან დაადეთ მეორე ბადრიჯანი და ისევ გადაუსვით ცოტა ხაჭო. ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან