კულინარია
საზაფხულო წვნიანი კვერცხით
№31
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 10.08
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 ცალი კარტოფილი
🔸 1 ცალი სტაფილო
🔸 1 ცალი ჭარხალი
🔸 1 კონა კამა
🔸 1 კონა მწვანე ხახვი
🔸 2 ცალი კიტრი
🔸 2 კვერცხი
🔸 1 ცალი ლიმონის წვენი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით
🔸 250 გრამი არაჟანი
🔸 1,5 ჭიქა მინერალური წყალი.
მომზადების წესი 👩🍳
მოხარშეთ კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი და კვერცხი. ქვაბში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი, ჩაჭყლიტეთ, რომ წვენი გამოუშვას. კარტოფილი, კვერცხი, სტაფილო, კიტრი დაჭერით პატარა კუბიკებად და ჩაყარეთ ქვაბში. ჩაუმატეთ წვრილად გახეხილი ჭარხალი, ასევე, არაჟანი, მარილი და პილპილი. დააწურეთ ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. ბოლოს დაუმატეთ მინერალური წყალი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან