კულინარია

საზაფხულო ღვეზელი ლავაშით

№30

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 12.08

საზაფხულო ღვეზელი
ლავაშით
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 2 ცალი ლავაში, 200 გრამი ახალი კომბოსტო

🔸 2 ცალი პომიდორი

🔸 2 კონა მწვანე ხახვი

🔸 1 კონა ოხრახუში

🔸 1 ჭიქა რძე, 100 გრამი მაგარი და ფხვიერი ყველი

🔸 5 კვერცხი (3 მოხარშული და 2 მოუხარშავი)

🔸 250 მილილიტრი იოგურტი (არა ტკბილი)

🔸 შავი პილპილი, მარილი, ცოტა ქუნჯუთი

🔸 1 სადილის კოვზი ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

კომბოსტო დაჭერით ძალიან წვრილად და დაასხით ადუღებული, ცხელი რძე, დააფარეთ თავსახური და ცოტა ხანი გააჩერეთ. ხახვი დაჭერით რგოლებად და ოდნავ მოშუშეთ მცირე რაოდენობის ზეთში. კომბოსტო კარგად დაწურეთ თუშფალანგზე და გადაიტანეთ თასში. შეურიეთ მოშუშული ხახვი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კანგაცლილი და წვრილად დაჭრილი პომიდორი, დაფხვნილი ყველი, კუბიკებად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, ძალიან ცოტა მარილი, შავი პილპილი და კარგად აურიეთ.

ცალკე მოამზადეთ სოუსი, იოგურტში ათქვიფეთ კვერცხი, უყავით ცოტა მარილი და პილპილი. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცოტა ზეთი, დაფაზე გაშალეთ ერთი ცალი ლავაში, კარგად წაუსვით სოუსი და ჩააფინეთ გამოსაცხობ ტაფაში ისე, რომ სოუსწასმული ზედაპირი ზემოთ იყოს. მოაყარეთ შიგთავსის ნახევარი, ზემოდან დააფარეთ მეორე ლავაში და მასაც წაუსვით სოუსი. მოაყარეთ შიგთავსი და კიდევ დააფარეთ ლავაში, წაუსვით დარჩენილი სოუსი და მოაყარეთ ქუნჯუთი. გამოაცხვეთ 190 გრადუსზე. 45 წუთში მზადაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა