კულინარია

საუზმე ლორითა და პომიდვრით

№46

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.11

საუზმე ლორით
დაკოპირებულია

გემრიელი საუზმის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 5 კვერცხი

🔸 50 გრამი მაგარი ყველი

🔸 50 გრამი ლორი

🔸 ნახევარი პომიდორი

🔸 ცოტა მარილი

🔸 ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ, დაამატეთ ცოტა მარილი და ათქვიფეთ ცალ-ცალკე. ყველი გახეხეთ, პომიდორი კი დაჭერით თხელ ფირფიტებად. ძალიან ცხელ ტაფაზე გააცხელეთ ცოტა ზეთი, დაასხით ათქვეფილი ცილის მესამედი, თანაბრად გაასწორეთ ტაფაზე, აცალეთ ცოტა შეიწვას. მერე ერთ ნახევარზე დადეთ ლორი, გადააფარეთ მეორე ნაწილი (ლორის ნაცვლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ მოხარშული და დაჩეჩილი ქათმის ფილეც), ტაფის მეორე ნახევარზე სწრაფად დაასხით კვერცხის გულის ნახევარი. როგორც კი ცოტა შეიწვება, მოაყარეთ გახეხილი ყველის ნახევარი, დაალაგეთ ზემოდან ლორი, ამასობაში ცილა მომზადდება. ამოიღეთ დიდ თეფშზე, ტაფის ცარიელ ნაწილზე კი დაასხით დანარჩენი კევრცხის გული, დაალაგეთ ზემოდან პომიდვრის ნაჭრები, როგორც კი ესეც შეიწვება, ზემოდან დაადეთ კვერცხის ყველიანი მასა, ცარიელ ადგილას ისევ ცილა დაასხით, მოაყარეთ დარჩენილი ყველი, გადაკეცეთ და ზემოდან უკვე შემწვარი ბეკონიანი ცილა დაადეთ. ორიგინალური ბეკონიანი სენდვიჩია პურის გარეშე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა