საფუვრიანი ღვეზელი სოსისითა და ყველით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 29.09

საჭირო ინგრედიენტები:
ცომი – 200 მილილიტრი რძე, 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი, 1 კვერცხი, 1 სადილის კოვზი შაქარი, 1 ჩაის კოვზი მარილი, 400 გრამი ფქვილი, 2 ჩაის კოვზი საფუარი (სწრაფი გახსნის). შიგთავსი – 4 ცალი სოსისი, 80 გრამი ნახევრად მყარი ყველი, 2 სადილის კოვზი კეტჩუპი, 1 სადილის კოვზი ნუში.
მომზადების წესი 👩🍳
თბილ რძეში ჩავამატოთ შაქარი, მარილი, ზეთი და კვერცხის ცილა, ფქვილი და საფუარი. მოვზილოთ ცომი, დავტოვოთ თბილ ადგილზე 40 წუთი. სოსისი და ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ამოსული ცომი გავყოთ სამ ნაწილად და გავაბრტყელოთ. პირველ ფენაზე წავუსვათ კეტჩუპი, მოვაყაროთ ნახევარი სოსისი და ყველი, დავაფაროთ მეორე ფენა. შემდეგ – ისევ კეტჩუპი და დარჩენილი შიგთავსი. მესამე ფენა დავაფაროთ და გვერდები კარგად შემოვუკეცოთ. ზედაპირზე წავუსვათ კვერცხის გული, გავაკეთოთ 8 ჩანაჭერი და თითო ნაწილი ოდნავ შევკეცოთ.
სურვილისამებრ მოვაყაროთ ნუში და გამოვაცხოთ 180°-ზე 30 წუთის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან