სამეფო ბურგერი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 22.09

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 600 გრამი ხორცის ფარში (ღორი+ძროხის+ხახვი)
🔸 150 გრამი ბრინჯი
🔸 100 გრამი ბეკონი
🔸 1 თავი ხახვი
🔸 150 გრამი მაგარი, ადვილად დასადნობი ყველი (ჩედარი ან სულგუნი),
🔸 150 გრამი მოცარელა
🔸 1 ცალი ჩილი
🔸 მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ბრინჯი მოხარშეთ ნახევრად, გააციეთ, აურიეთ ფარშში, დაამატეთ მარილი და პილპილი. კარგად ამოზილეთ და 15 წუთით შედგით მაცივარში. მოცარელა და ჩედარი დაჭერით პატარა კუბებად ან გახეხეთ. შეურიეთ წვრილად დაჭრილ ჩილის წიწაკას (თუ არ გიყვართ ცხარე, ჩილი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ წითელი ტკბილი წიწაკის მეოთხედით). ხახვი დაჭერით თხელ რგოლებად, გააცალკევეთ და მჭიდროდ გადაახვიეთ ბეკონში. ფარშისგან გააკეთეთ სამი დიდი გუნდა. შეარჩიეთ შესაფერისი დიამეტრის ქილები, ან ჭიქები და ფარში მის გარშემო ისე შემოამრგვალეთ, რომ ღრმა ორმო მიიღოთ. ჩაღრმავებები გაავსეთ ყველის ნარევით, შემდეგ თითო კატლეტზე დაალაგეთ 2–3 ხახვის რგოლებიანი ბეკონი და ზემოდან ბეკონის მეორე ნაჭერი შემოახვიეთ. გამოაცხვეთ 220°C-ზე. დაახლოებით, 20–25 წუთის განმავლობაში მზად იქნება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან