კულინარია

სამარხვო ტოლმა

№28

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 16.07

სამარხვო ტოლმა
დაკოპირებულია

გემრიელი სამარხვო ტოლმის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 საშუალო თავი კომბოსტო

🔸 1 კილოგრამი კარტოფილი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 2 ჩაის კოვზი მარილი, შავი პილპილი

🔸 ზეთი

🔸 400 გრამი გახეხილი პომიდორი

🔸 2 სადილის კოვზი ფქვილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

კომბოსტოს მოაჭერით თავი, ცოტა ხნით მოათავსეთ მდუღარე წყალში და დაშალეთ ფურცლებად. კარტოფილი გახეხეთ და ნახევარი საათით დადეთ ბადეზე, რათა დაიწუროს. შემდეგ დაუმატეთ ძალიან წვრილად დაჭრილი ან დაბლენდერებული ხახვი, მარილი, შავი პილპილი, ფქვილი და კარგად აურიეთ. თითოეულ კომბოსტოს ფურცლებზე კოვზით დადეთ კარტოფილის შიგთავსი, შეახვიეთ ტოლმა, ჩააწყვეთ ტოლმები ქვაბში, მოაყარეთ ზემოდან დაჭრილი პომიდორი ან წყალში გახსნილი ტომატ-პასტა, დაუმატეთ წყალი, ზეთი და მოხარშეთ ტოლმა დაბალ ცეცხლზე, 2 საათი დასჭირდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული