კულინარია
სალათა ზღვის კომბოსტოს არომატით
№4
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.02
![სალატა სალატა](/files/2025/02/06/12436/salata_w_h.jpeg)
გემრიელი სალათის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 100 გრამი ზღვის კომბოსტო
🔸 2 ცალი კარტოფილი
🔸 2 კვერცხი
🔸 ნახევარი ქილა მწვანე ბარდა
🔸 ერთი კონა მწვანე ხახვი
🔸 მარილი, შავი პილპილი
🔸 4 სადილის კოვზი ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
მოხარშეთ კვერცხი და კარტოფილი, დაჭერით წვრილად. წვრილ რგოლებად დაჭერით მწვანე ხახვი, კომბოსტო – მსხვილად. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ თასში, მოაყარეთ მწვანე ბარდა, პილპილი, მარილი, მოასხით ზეთი, აურიეთ და გააჩერეთ 10-15 წუთი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან