კულინარია

სალათა წითელი ლობიოთი

№42

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 21.10, 2024 წელი

სალათა ლობიოთი
დაკოპირებულია

ლობიოს გემრიელი სალათა "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 300 გრამი წითელი

🔸 მოხარშული ლობიო

🔸 200 გრამი ძეხვი

🔸 3 კვერცხი

🔸1 ცალი სტაფილო

🔸 1 თავი ხახვი

🔸 ნახევარი კონა კამა

🔸 ზეთი

🔸 ცოტა მაიონეზი

🔸 მარილი, პილპილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ლობიო და კვერცხი მოხარშეთ. ხახვი წვრილად დაჭერით, ძეხვი – წვრილ ჩხირებად, სტაფილო გახეხეთ, კვერცხი დაფხვენით. ხახვი მოშუშეთ მცირე რაოდენობის ზეთში, დაუმატეთ გახეხილი სტაფილო და განაგრძეთ მოშუშვა კიდევ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოიღეთ თასში და გააცივეთ. წვრილად დაჭერით კამა, მოაყარეთ ხახვს და სტაფილოს, დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები, ცოტა მაიონეზი, შავი პილპილი, მარილი, აურიეთ და მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა