სალათა „ცეზარი“
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 20.09, 2021 წელი

უგემრიელესი ცეზარის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 3 ცალი მართკუთხედის ფორმის „ხლებცი“
🔸 3 ნაჭერი ბეკონი
🔸 1 კბილი ნიორი, 5 ცალი პომიდორი „ჩერი“
🔸 30 გრამი მაგარი ყველი
🔸 3 ცალი მწვანე სალათის ფოთოლი, ცოტა წიწაკა ჩილი
🔸 1 სადილის კოვზი მაიონეზი, 1 სადილის კოვზი მდოგვი და ცოტა არაჟანი.
მომზადების წესი 👩🍳
ბეკონი შეწვით მშრალ, ცხელ ტაფაზე. დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე. ნიორი გასრისეთ. ერთმანეთში შეურიეთ მაიონეზი, მდოგვი და ცოტა არაჟანი. პომიდორი გაჭერით შუაში. ყველი დაჭერით წვრილ ჩხირებად. სალათის ფოთლები მსხვილად დაფლითეთ. მოათავსეთ დიდ ლანგარზე. მოაყარეთ ჩილი და პომიდორი. მოასხით სოუსი. შემდეგ მოაყარეთ დანაწევრებული ბეკონი და დამტვრეული „ხლებცი“. მოასხით ისევ სოუსი, მოაყარეთ ყველი და მზად არის.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან