სალათა თინუსით და კვერცხით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 13.06, 2022 წელი

გემრიელი სალათის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 ქილა თინუსის კონსერვი
🔸 2 კვერცხი
🔸 1 თავი წითელი ხახვი
🔸 ნახევარი კონა კამა
🔸 1 ცალი კიტრი
🔸 2 სადილის კოვზი ზეთი
🔸 2 ჩაის კოვზი მდოგვი
🔸 მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
კიტრი გათალეთ და დაჭერით. კვერცხი მაგრად მოხარშეთ. დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად. ხახვი დაჭერით და ტაფაზე, ზეთში მოშუშეთ. თინუსი ჩანგლით გასრისეთ. შემდეგ ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ თასში. დაუმატეთ მარილი და პილპილი. აურიეთ. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა, მოასხით ცოტა ზეთში გახსნილი მდოგვი და აურიეთ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან