კულინარია

სალათა თევზით მექსიკურად

№45

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 17.11

სალათა თევზითც
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸2 ნაჭერი თევზის ფილე

🔸 1 ცალი ავოკადო

🔸 1 ცალი პომიდორი

🔸 1 ცალი კიტრი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 1 ქილა ლობიოს კონსერვი

🔸 1 ქილა სიმინდის კონსერვი

🔸 1 ცალი ლიმონის წვენი

🔸 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 1 კონა ქინძი

🔸მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

თევზის ფილეს ნაჭრები გამოაცხვეთ ღუმელში, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში. ქვაბში შეურიეთ ყველა ბოსტნეული, ლობიო, სიმინდი, ლიმონის წვენი, ავოკადო, დაჭრილი მწვანილი, ზეთი, მარილი და პილპილი. ნაზად ამოურიეთ და მომზადებულ სალათს ზემოდან მოაწყვეთ შემწვარი თევზის ფილე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი